AC MILAN ACADEMY JUNIOR CAMP TBILISI
მილანის აკადემიის ახალგაზრდული ბანაკი თბილისში

უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ყველა ფეხბურთის მოყვარული ბავშვისთვის მსოფლიოს ერთერთ ყველაზე წარმატებულ კლუბთან ერთად   მილანის აკადემია არის პროექტების ერთობლიობა რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვას სპორტულ აქტივობებში საფეხბურთო ვარჯიშების საშუალებით რისთვისაც გამოყენებულია საფეხბურთლო კლუბ მილანის ოფიციალური მეთოდოლოგია.


 საერთაშორისო პროგრამა განკუთვნილია სამოყვარულო და პროფესიონალური სპორტული კლუბებისთვის მწვრთნელებისთვის და მენეჯერებისთვის ფედერაციებისთვის ინსტიტუტებისა და სპონსორებისთვის რომლებიც სხვადასხვა კუთხით არიან მოწოდებულნი  შექმნან სპორტული კულტურა და ორგანიზაციული ბრწყინვალება თავიანთ ტერიტორიებზე


საერთაშორისო პროგრამა განკუთვნილია სამოყვარულო და პროფესიონალური სპორტული კლუბებისთვის, მწვრთნელებისთვის და მენეჯერებისთვის, ფედერაციებისთვის, ინსტიტუტებისა და სპონსორებისთვის, რომლებიც სხვადასხვა კუთხით არიან მოწოდებულნი  შექმნან სპორტული კულტურა და ორგანიზაციული ბრწყინვალება თავიანთ ტერიტორიებზე.


მილანის აკადემია სპორტულ პროფესიონალთა გუნდისგან შემდგარი ინოვაციური ცენტრია, რომელშიც შედიან საფეხბურთო კლუბ მილანის მენეჯერები, ფეხბურთის მწვრთნელები, მასწავლებლები და ინსტრუქტორები, რომლებიც აღჭურვილნი არიან კლუბის პრინციპების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, და ამავდროულად, მზად არიან შეიმუშაონ ახალი სტანდარტები მსოფლიო ფეხბურთისთვის.

 

ენთუზიაზმი, ოსტატობა, ელეგანტურობა და გუნდური მუშაობა არის პროექტის ქვაკუთხედი, რომელიც AC Milan-ის მეთოდოლოგიის, გაიდლაინების, სასწავლო პროგრამებისა და სპეციალიზებული სერვისების გაზიარებით, ეხმარება მოზარდებს, რომლებიც ყოველდღიურად აკონტროლებენ ფეხბურთსა და სპორტში ჩართული ყველა ახალგაზრდის ადამიანურ და სპორტულ ზრდას.


ბანაკში რეგისტრაციის ლინკი

  

გამოცდილება „როსონერებთან“ მთელს მსოფლიოში! ივარჯიშეთ მილანის მეთოდოლოგიით ქალაქ თბილისში! საფეხბურთო კლუბ მილანის ბანაკები ტარდება მსოფლიოს რამდენიმე შერჩეულ ადგილას. მილანის ყველა ბანაკის მსგავსად, ისინი ყველა მონაწილეს სთავაზობენ შესაძლებლობას გააზიარონ უნიკალური გამოცდილება, რომლის დროსაც ისინი შეიძენენ ახალ მეგობრებს, გაატარებენ სასიამოვნო დროს და ითამაშებენ ფეხბურთს სრულიად უსაფრთხოდ, ს.კ მილანის  მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ.

© 2025, AC Milan Camp Tbilisi.